გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

აშშ-ს საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები საგამოძიებო სამსახურს სტუმრობდნენ

24-05-2022

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და  საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.


ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელ პირებსა და ამერიკელ კოლეგებს შორის. სტუმრები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უწყების მიერ გამოვლენილი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების სტატისტიკას.


შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, გაგრძელდეს თანამშრომლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის კუთხით საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და დანერგვის მიზნით.


სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის ყალბი ფულადი ერთეულების გამორჩევის ტექნიკის საკითხებში ტრენინგი გამართეს. მათ გამომძიებლებს პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს და დეტალურად განიხილეს ყალბი ფულის ბანკნოტების ტექნიკური მახასიათებლები.


მხარეებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები და ტრენინგები ხელს შეუწყობს საქართველოს აშშ-თან, როგორც მის სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ფინანსური დანაშაულების წინაამდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.