გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სტოკჰოლმში ქართული ღვინო წარადგინეს

24-05-2022

სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, შვედეთში, სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლაში „The Wine Hub" ქართული ღვინის მასტერკლასი და პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გოგა თევზაძე უძღვებოდა.


ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ადგილობრივი სომელიეებისთვის, კვებისა და ალკოჰოლური სასმელების სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა. ქართული ღვინის წარდგენას შვედეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და უფროსი მრჩეველი ლევან მაჭავარიანი დაესწრნენ.


შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ტყემალაძემ და თავმჯდომარის მრჩეველმა, გოგა თევზაძე შეხვედრები გამართეს ალკოჰოლის რეალიზაციის სახელმწიფო მონოპოლიური კომპანიის „Systembolaget" გაყიდვების ხელმძღვანელ ფრედერიკ არენანდერთან, მარკეტინგული კომპანიის „Wine publishing AB" დამფუძნებელ ფრედერიკ შელინთან და შვედეთში უმსხვილესი გამოფენის „Stockholm food and wine fair"პროექტების მენეჯერ ასა ბარდ ტალბორნთან. აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პოტენციური მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.