გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ხმაური გურჯაანის ბაზარში - მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ

29-05-2018

ხმაური გურჯაანის ბაზარში - მოვაჭრეები შენობის დემონტაჟის დაწყებას აპროტესტებენ და ტერიტორიიდან გასვლას არ აპირებენ.

მათი თქმით, შპს "გლეხური ბაზრის," დატოვებას მფლობელი მათ მუქარით აიძულებთ.

ბაზრის დემონტაჟი დღეს დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა, წინააღმდეგობის გამო, რამდენიმე დღით გადაიდო.

დაწესებულების ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი ბაზრის მშენებლობა გადაწყვეტილია და არ გამოირიცხება, რომ მოვაჭრეების პროტესტის გამო, სამართალდამცავების ჩარევა გახდეს საჭირო.

"რუსთავი2"