გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და "ლიმაკ ჰოლდინგს" შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად

24-05-2022

თურქული კომპანია „ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და "ლიმაკ ჰოლდინგს" შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად.


"ნაყოფიერი საუბარი მქონდა "ლიმაკ ჰოლდინგის" თავმჯდომარე ებრუ ოზდემირთან. შეხვედრისას ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები განვიხილეთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით საქართველო განვითარებული ქვეყნების ლიგაშია და ჰოლდინგს შესანიშნავ შესაძლებლობებს სთავაზობს თავისი საქმიანობის გასაფართოებლად",-წერს ირაკლი ღარიბაშვილი.