24-05-2022
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობაში საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს ბრიფინზე განაცხადა. მისი თქმით, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს ზაზა შავაძე დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის უკვე ყოფილი მინისტრი კი მუშაობას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გააგრძელებს.
„მინდა გაგაცნოთ აჭარაში მოქმედი მთავრობის შემადგენლობაში საკადრო გადაადგილების თაობაზე. ბატონი ზაზა შავაძე დაინიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრად. ბატონი ზაზა, ამ აქამდე ხელმძღვანელობდა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს. მან არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. ის არის ძალიან გამოცდილი მენეჯერი, ეკონომისტი და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი სურმანიძეს თავისი სამსახურისთვის. გიორგი რჩება გუნდში და ის საქმიანობას გააგრძელებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.