გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

იმერეთსა და შიდა ქართლში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ღირსების ორდენები გადასცეს

29-05-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, რეგიონული სამმართველოების წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, იმერეთში, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში მცხოვრებ პავლე დეკანოიძეს, ასევე, წყალტუბოს რაიონში, სოფელ რიონში - ვახტანგ ტურაბელიძეს და შიდა ქართლში, გორის რაიონში სოფელ თერგვისში - იაკობ ცაბაძეს ღირსების ორდენები გადასცეს.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, 100 წლის და 100 წელს გადაცილებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მიმდინარე წლის 9 მაისს, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.