გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ილია დარჩიაშვილი: პრემიერი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში, საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებსა და ევროპულ ინტეგრაციას, პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში

25-05-2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს, დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში. საკითხი ეხება აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლო თემებს, ასევე ევროპულ ინტეგრაციას და იმ პერსპექტივებს, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებს ექნებათ ამ პროცესში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავოსში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, მთავრობის მეთაური ევროპელ ლიდერებთან ღიად ისაუბრებს საქართველოს მოლოდინებსა და პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში.


„პანელის მონაწილეები არიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ლიდერები, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა ღიად ისაუბროს საქართველოს მოლოდინებსა და საქართველოს პერსპექტივებზე ევროპულ ოჯახში,"- აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.