გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებულების გამოვლენა გრძელდება

29-05-2018

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის  აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები გრძელდება.

26,  27,  28  და 29 მაისს საქართველოს სასკოლო  სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ზონალური თამაშების ნახევარფინალები და ფინალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში დაიგეგმა.

26 მაისს თბილისის ახალმა სპორტის სასახლემ უმასპინძლა აღმოსავლეთ საქართველოს თამაშებს კალათბურთში.

გოგონებს შორის შეჯიბრი  ქ. თბილისის  N 100  საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.  მეორე ადგილი  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. მატნის საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად.

რაც შეეხება ვაჟთა გუნდებს, გამარჯვება  ქ.თბილისის N 147 საჯარო სკოლას ერგო. მეორე ადგილი კი კასპის  N 2  საჯარო სკოლამ დაიკავა.

26  მაისს საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის აღმოსავლეთ საქართველოს გოგონათა ზონალური პირველობა შედგა ფრენბურთში. რომელსაც  ქ. თბილისის  სპორტკომპლექსმა „ახალმა თბილისმა“  უმასპინძლა.

შეჯიბრი ბოლნისის N 1   საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. ანგარიშით 2:0 .  მეორე ადგილზე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭობარეთის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი გავიდა.

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნახევარფინალური და ფინალური თამაშები გაიმართა ასევე კვირას,  27 მაისს.

სპორტკომპლექს „ახალ თბილისში“ შედგა ვაჟთა გუნდების პირველობა ფრენბურთში. რომელშიც აღმოსავლეთ საქართველოს ექვსივე რეგიონმა მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ადგილზე ქ. გორის მუნიციპალიტეტის სოფ. შავშვების საჯარო სკოლის გუნდი გავიდა.

27 მაისს დასავლეთ საქართველოს ზონალური პირველობას მაგიდის ჩოგბურთში ქ. ქუთაისის  N 11  სპორტულმა სკოლამ უმასპინძლა.

ვაჟთა პირველობა ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლის გამარჯვებით დასრულდა, მეორე ადგილი კი  ქ. ქუთაისის  ქართულ-ამერიკულმა სკოლა „პროგრესმა“  დაიკავა.

რაც შეეხება გოგონების პირველობას, გამარჯვებული  გახდა ხულოს მუნიციპალიტეტის ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდი. მეორე ადგილი კი  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. აცანის საჯარო სკოლის გუნდს  ერგო.

28 და 29 მაისს წყალტუბოს სპორტის სასახლეში დაგეგმილია საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის  დასავლეთ საქართველოს ზონალური პირველობა ხელბურთში.

28 მაისს ვაჟთა გუნდები, ხოლო 29 მაისს გოგონათა გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

მაისში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ზონალური თამაშები ყოველ შაბათ-კვირას იმართებოდა.

ივნისში საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფინალური თამაშები საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; კულტურისა და სპორტის სამინისტრო;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი;

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის გენერალური სპონსორია ვითიბი ბანკი.