შაბათი, ივლისი 19, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

TOP.GE
საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო კამპანია Bloomberg-ზე

25-05-2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით და Bloomberg-თან თანამშრომლობით საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო და საიმიჯო კამპანია გაეშვა.


„Georgia – A Pleasure Doing Business" კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე, ასევე, Bloomberg-ის ვებ-გვერდზე, გასავრცელებლად დამზადდა საიმიჯო ვიდეორგოლები, სტატია და სხვადასხვა სახის მასალები.


კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე პირები საუბრობენ, კერძოდ, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი, ალექსანდრე მირონენკო, და მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი, შოკრუხ ბარათოვი.


აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე, აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.