გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები

25-05-2022

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობის მიღებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის.


"მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაში "სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების" მონაწილეობის სახით ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა.


საქართველოსთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი სამომავლო ალიანსის შესახებ დებატების გასამართად. ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ახლა დროა ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის",-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.