გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჩინეთში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

25-05-2022

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media" ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩინეთის ქალაქ შენჭენში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლისთვის გაიმართა.


ღონისძიების „Meiburg Wine Media" ხელმძღვანელი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებს, დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორია და თანამედროვე ინდუსტრია გააცნო. სპეციალური პრეზენტაცია მოიცავდა ინფორმაციას მრავალფეროვანი ქართული ვაზის ჯიშებისა და საქართველოს მეღვინეობის რეგიონების შესახებ.


ღონისძიების მონაწილეებს 12 სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა მიეცათ.


ჩინეთი რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრად, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2022 წელს, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება გაიმართება.