გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ონის მერიაში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

25-05-2022

ონის მუნიციპალიტეტის მერის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა, მერის პირველმა მოადგილემ - გიორგი ნოდარიშვილმა, მოადგილე - ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან.


გიორგი ნოდარიშვილმა წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებებთან დაკავშირებით და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების სამუშაოების შესახებ. წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, სოფლებში არსებულ ვითარებასა და პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს.


მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დაავალა თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში ყურადღება გაამახვილონ დასუფთავების, გარე განათების და სხვა არსებული საჭიროებების დროულად მოგვარებაზე.


სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი პირველადი და მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შპს "ონის სერვის ცენტრი"-ს დირექტორი ნიკოლოზ მაისურაძე.