29-05-2018
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ამავე დროს საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის ოთხ ადგილზეა დასაქმებული. სამუშაოს შესრულებით წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული შემოსავალი და დასაქმების ადგილები ასე გამოიყურება:
ქუთასის მუნიციპალიტეტის საკრებულო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2376 GEL. სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსი’’ ექიმი რადიოლოგი 55090 GEL. შ.პ.ს კლინიკა ,,ბომონდი’’, ექიმი რადიოლოგი 30000 GEL. ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო, ექიმი, რადიოლოგ- კონსულტანტი 800 GEL.