გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გლდანის რაიონის გამგებელს და მის მოადგილეებს მადლობის სიგელები გადაეცათ

29-05-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოს სამსახურის, რეგიონული მართვის დეპარტამენტს, წერილობით მომართა ქ.თბილისის გლდანის რაიონში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა, ავთანდილ შუბაშიკელმა, სადაც იგი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავდა გლდანის რაიონის გამგებლის და მისი მოადგილეების მიმართ იმ ყურადღებისა და მზრუნველობისთვის, რომელსაც რაიონის გამგეობა რაიონში მცხოვრები ვეტერანებისადმი იჩენს.

‘’გლდანის რაიონში 3000 -მდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლობასა და გლდანის რაიონის გამგეობას, სხვადასხვა პრობლემატურ საკითხზე, ყოველდღიურად ათამდე ვეტერანი და მასთან გათანაბრებული პირი მიმართავს და არც ერთი მათგანი არ რჩება კვალიფიციური დახმარებისა და ყურადღების გარეშე’’_ნათქვამია წერილში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ვლადიმერ იმნაძის გადაწყვეტილებით, რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ თოფურიამ, გლდანის რაიონის გამგებელს, ბექა მიქაუტაძეს, მოადგილეებს_ლევან ნაროუშვილს, ზურაბ ქაშიაშვილსა და ნანა ციმაკურიძეს, რაიონში მცხოვრები ვეტერანების მიმართ გაწეული დახმარებისა და მათ მიმართ გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღებისათვის, სამადლობელი სიგელები და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვიმპელები გადასცა.