გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ჯუანშერ ბურჭულაძე: გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის ღირებულებითი არჩევანია

26-05-2022

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე გამოხატავს ქართველი ხალხის გმირულ წარსულს, მის ისტორიას, დიდ კულტურასა და იმ ღირებულებების ერთგულებას, რასაც ქვეყნის მომავალი ეფუძნება. „დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა პროფესიის, მრწამსისა და შეხედულების ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად თავისი შრომით აძლიერებენ საქართველოს და ქმნიან მის ევროპულ მომავალს“, - აღნიშნა მან.


დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილა ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძის განმარტებით, გზა ევროპისკენ ქართველი ხალხის საკუთარი ევროპული იდენტობისკენ  სვლაა - „გზა ევროპისკენ ყოველთვის იყო ქართველთა საუკუნოვანი ოცნება, რადგან ჩვენი კულტურა თავისი არსით იყო ევროპული ფესვებიდან აღმოცენებული და მასზე გაზრდილი. ჩვენი ხალხის ნება ურყევი და მტკიცეა, ჩვენი ხალხი ვერასოდეს დაუპირისპირდება თავის ევროპულ იდენტობას,  გზა ევროპისკენ არის მისი  ღირებულებითი არჩევანი“.


თავდაცვის მინისტრმასიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობაზე. „საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაჩქარება ჩვენს რეგიონში აუცილებლად მოიტანს მეტ მშვიდობასა და განვითარებას. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი“, - აღნიშნა მან.


საკუთარ სიტყვაში თავდაცვის მინისტრმა ქვეყნისთვის ევროატლანტიკური მისწრაფებების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა: „გზა ევროპისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ ნიშნავს ძლიერ და სტაბილურ საქართველოს. ეს არის გზა უსაფრთხოებისკენ, კეთილდღეობისა  და ჩვენი თითოეული მოქალაქის უკეთესი ხვალინდელი დღისკენ“. 


წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით სლოგანით - „ევროპისკენ“ მიმდინარეობს.