გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2024    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა

27-05-2022

საქართველოს ბანკი ბიზნესმომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესმობილბანკს 5 ახალი ფუნქციონალი დაემატა.

  • ამიერიდან ახალი ციფრული ბიზნესბარათის შეკვეთა პირდაპირ ბიზნესმობილბანკიდანაა შესაძლებელი;
  • როგორც ციფრული, ასევე პლასტიკური ბიზნესბარათის დაბლოკვა და განბლოკვა, ფილიალში მისვლის გარეშე, უკვე ონლაინაა ხელმისაწვდომი;
  • გამარტივდა ბიზნესბარათის პინკოდის შეცვლის პროცესი - მისი შეცვლა ამიერიდან მობილბნაკში, ბარათების დეტალებიდანაა შესაძლებელი, ახალ პინკოდს კი მომხმარებელი SMS-ის სახით მობილურის ნომერზე მიიღებს;
  • სხვადასხვა პროვაიდერთან დარიცხული დავალიანების ერთიანად ნახვა და გადახდა, როგორც პირდაპირ მენიუში, ასევე გადახდებისა და გადარიცხვების გვერდზეა შესაძლებელი;
  • გადარიცხვების შესრულება უკვე მარტივად, პირადი ნომრით ან საიდენტიფიკაციო კოდითაა შესაძლებელი

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ ბმულს:https://fb.watch/dczp9VOEb2/

„იმისთვის, რომ მაქსიმალურად კომფორტული ციფრული გამოცდილება შევუქმნათ ჩვენს მომხმარებელს, საქართველოს ბანკი აქტიურად ავითარებს ციფრულ პროდუქტებსა და სერვისებს.  დღეს ბიზნესის წარმატებას დიდწილად ის ციფრული გადაწყვეტები განსაზღვრავს, რომელიც ბიზნესის საჭიროებების გათვალისწინებით და საქმიანობის ხელშეწყობის მიზნითა აშექმნილი. სწორედ ასეთი სიახლეები მოვუმზადეთ ბიზნესმობილბანკის მომხმარებელს. მსგავსი სიახლეების დანერგვით, ჩვენი მიზანია, საქმიანობის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ ბიზნესს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.