გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გუბაზ სანიკიძე: ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს

27-05-2022

ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა – რაც ემიგრაცია იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პარლამენტარმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


“ბიძინას პრიმიტიული ტაქტიკაა, ერთ მხარეს ღარიბაშვილი ბნელებისთვის და მეორე მხარეს სალომე ზურაბიშვილი დასავლეთის მომხრეებისთვის. რომელიც დამჭირდება, იმას წამოვწევო. ორი ხელით მუშაობს ივანიშვილი ერთი ხელია ბნელი, ჩვენი საზოგადოების არქაული მხარე, აქეთ ვითომ სიმათლე, ვითომ ევროპისკენ… თან საფრანგეთიდანაა ჩამოსული, ქართული ემიგრაციის ლოგიკური შედეგია, რა ემიგრაციაც იყო, ისეთი პრეზიდენტი გვყავს ახლა, მაშინდელი სოციალ-დემოკრატების და აქ კიდევ ვიღაცები გამოჩნდებიან – რას ერჩიანო. ნოე ჟორდანიას ბრალია, რაც ამ ქვეყანას მთელი მე-20 საუკუნე სჭირდა. “ვეფხისტყაოსანი” იქ რომ წაიკითხა და უი რა კაი ყოფილაო,” – თქვა გუბაზ სანიკიძემ.