გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ქართველმა გენერლებმა სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

30-05-2018

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ‘’ გენერალთა კლუბის’’ ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, საქართველოს გენერლები შეიკრიბნენ და ერთმანეთს, ჩვენი ქვეყნის ყველა ჯარისკაცს, ვეტერანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

 

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ბრიგადის გენერალმა, ვლადიმერ იმნაძემ მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა მათი ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და დღეგრძელობა, ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, მხნეობა და ერთიანი, ძლიერი საქართველო უსურვა: ‘’ აქ არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა, ვაჟკაცობა, ცოდნა, გამოცდილება ჩადო სახელმწიფოს უსაფრთხოების, თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. გილოცავთ ყველას, მთელ საქართველოს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის 100 წლისთავს." 

 

‘’გენერალთა კლუბის’’ აღმასრულებელი დირექტორი, თემურ ლორია: ‘’დიდ მადლობას გადავუხდი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ‘’გენერალთა კლუბის’’ ინიციატივას რომ მხარი დაუჭირა და დღევანდელი დღე შედგა! თქვენ და სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! დარწმუნებული ვარ_თქვენი, გენერალიტეტის გამოცდილება, პროფესიონალიზმი, ხედვა და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გამოადგება ჩვენ სამშობლოს და შესაძლებელი გახდება, რომ ეს ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ ჩვენი საყვარელი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და გამთლიანების საქმეს.’’

 

შეკრებილთ ასევე სიტყვით მიმართეს და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცეს: პოლიციის გენერალ-მაიორმა, დავით გულუამ, გენერალ-მაიორმა, გუჯარ ყურაშვილმა, გენერალ-მაიორმა, ზაზა გოგავამ, გენერალ-მაიორმა, მამუკა ყურაშვილმა,ბრიგადის გენერალმა, დავით ნაირაშვილმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა, ანზორ მარგიანმა, გენერალ-მაიორმა, გია ვაშაკიძემ, გენერალ-მაიორმა, ზურაბ ერქვანიამ, გენერალ-მაიორმა, შენგელი ფიცხელაურმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილემ ,გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ: ‘’ ძალიან კარგი დღეა! აქ შეკრებილმა გენერლებმა, ბევრი ის ადამიანი დავინახეთ და გავიხსენეთ, ვინც ჩვენ აღზრდაში, სწავლასა და წარმატებაში, დიდი წვლილი შეიტანა. გვაქვს პატივი, ყველას ერთად, მთელ საქართველოს მივულოცოთ 26 მაისი_ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე. მე მჯერა და მწამს, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწევთ იმ ძლიერ, ერთიან საქართველოს, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით და რომლისთვისაც უფროსი თაობა იღწვოდა.

 

ჩვენ, დღეს აქ შეკრებილი გენერლები, საქართველოს ყველა მოქალაქეს, სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს_ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებთ, დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს!26 მაისი! ეს დღე ჩვენია!’’’