გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ლომისობასთან დაკავშირებით "საზღვრის დამრღვევებს" დაკავებით ემუქრება

30-05-2018

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფლების - კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობას "საზღვრის დარღვევის" შემთხვევაში დაკავებით ემუქრება.


განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.


"30 მაისის ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დღესასწაულის დროს, კირბალისა და მეჯვრისხევის მოსახლეობის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის შემთხვევაში, მოხდება მათი დაკავება. აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია"-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.