გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

რომელი დანაშაული გახშირდა რუსთავში

30-05-2018

რუსთავში წვრილმანი ხულიგნობის ფაქტები გახშირდა. განსაკუთრებით საგანგაშო გახდა მობილური ტელეფონების ქურდობის და გატაცების შემთხვევები. "ინფო რუსთავს" ბოლო დღეებში რამდენიმე პირი დაუკავშირდა და განაცხადეს რომ ღამით, ცენტრალურ ქუჩებზე მათ მობილურები მოპარეს ან გასტაცეს.

მეთოდი ძველია, დამნაშავები მიდიან პოტენციურ "მსხვერპლთან" და სთხოვენ რომ მეგობართან დაარეკინონ, ტელეფონის გამორთმევის შემთხვევაში კი გარბიან. მსგავსი შემთხვევები ძირითადად ღამით ფიქსირდება.

ამ ბოლო დროს შემთხვევები დაფიქსირდა ცენტრალურ ქუჩებზე, კონკრეტულად კი მეგობრობის გამზირი (მაკდონალდსის მიმდებარე ტერიტორია), თოდრიას ქუჩა (ძველი სტამბის მიმდებარე ტერიტორია) და შარტავას გამზირზე (სუპერმარკეტ "მადაგონის" მიმდებარე ტერიტორია).

აღნიშნულ დანაშაულს ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვანები ჩადიან, მიუხედავად იმისა რომ პოლიცია მათ აკავებთ ისინი ქუჩა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე მაინც უბრუნდებიან.

inforustavi