« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |
30-05-2022
პრინციპის და სწორის და არასწორის საკითხია, თორემ პირადად ლევან ბერძენიშვილი ნამდვილად იმსახურებს იმ უმსგავსობას რაც მის თავს ხდება. – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ეგ ის ადამიანია ვინც საზოგადოების ყველა მავნე ინსტიქტით ისარგებლა იმისთვის, რომ პოლიტიკური მეტოქეები უბინძურესი მეთოდების გამოყენებით გაეშავებინა – 2007 წელს სიამოვნებით სწამებდა ცილს გიგა ბოკერიას და პატრიარქის ცემაში ამხელდა – უსაზიზღრესი შარლატანია.
მაგრამ პრინციპი, არის პრინციპი – მას აქვს უფლება სისულელეები ილაპარაკოს.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, ფილოლოგი და პოლიტიკოსი, “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი ლევან ბერძენიშვილის თქმით, ერეკლე მეფე მოღალატედ უნდა გამოცხადდეს. – რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება?“ – ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ერეკლე მეფე მოღალატე იყო.
ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია ამბობს – ერეკლეს მოღალატედ მოხსენიება, ქართველი ერის ფასეულობების ფეხქვეშ გათელვაა! – “ვისაც სამშობლოსათვის ერთი ნაკაწრი არ დაგიდვიათ,” შეეშვით ლანძღვას, ტრაქტატი მინიმუმ წაიკითხეთ ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილის აზრით – ვინც ერეკლე II-ს მტრად და მოღალატედ მიიჩნევს ან უმეცარია, ან რუსეთის იმპერიის ყურმოჭრილი მონა ხოლო ლევან ბერძენიშვილის ძმის, დავით ბერძენიშვილის აზრით, ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა