გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

30-05-2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება. ამის შესახებ დავითაშვილმა  ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოში პირველად, ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება.

ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ  პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულებამ 793 450 ლარი შეადგინა.

შენობის გახსნას მთავრობის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატი, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.