გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ლევან ნიკოლეიშვილი მანჯგალაძეზე: სამარცხვინოა, პარლამენტის დეპუტატს, რომელიც ვერც საქმით და ვერც სიტყვით ვერ ერევა ოპონენტებს, და ასე შეურაცხყოფებით, კივილი-წივილით, და ენის გამოყოფით უნდა ფონს გასვლა

30-05-2022

ნეტა, ამ სუბიექტს, თავი რომ პოლიტიკოსი ჰგონია რა უნდა დაარქვას ხალხმა? 2%-ზე დაბალი რეიტინგის პარტიას, რომ წარმოადგენს და მაინც არ ეხამუშება და ტრიბუნასთან მიდის და რაღაცებს ბურტყუნებს ვითომ რამეს წარმოადგენს? დღევანდელი ოპოზიციის გარკვეული ნაწილს, რომელსაც ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა მაგრად „უტყდებათ“, თუმცა ოღონდ მათ ასიამოვნონ ათასნაირ სისულელეებში იხლართებიან, იჭიმებიან, იბერებიან და არიან ერთ ამბავში - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებას.

 

„ნეტა, ამ სუბიექტს, თავი რომ პოლიტიკოსი ჰგონია რა უნდა დაარქვას ხალხმა? 2%-ზე დაბალი რეიტინგის პარტიას, რომ წარმოადგენს და მაინც არ ეხამუშება და ტრიბუნასთან მიდის და რაღაცებს ბურტყუნებს ვითომ რამეს წარმოადგენს? დღევანდელი ოპოზიციის გარკვეული ნაწილს, რომელსაც ოფიციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა მაგრად „უტყდებათ“, თუმცა ოღონდ მათ ასიამოვნონ ათასნაირ სისულელეებში იხლართებიან, იჭიმებიან, იბერებიან და არიან ერთ ამბავში. ასეთ სუბიექტებს, ხმა როგორ აქვთ ამოსაღები: „სტრატეგია აღმაშენებელი,“ რომ დაირქვეს ერთი შეკითხვა მაინც არ გაუჩნდათ ლევან ბერძენიშვილთან, დიდი დავითის შთამომავლებს სულ იდიოტები, რომ ეძახა? მერე რა ერქვათ? გამახსენდა- „შარლ მიშელის“ ფრაქცია! ალბათ ეგონათ პირდაპირ ევროპარლამენტში გადაიყვანდნენ! ძალიან მეცოდება ჩვენი პოლიტიკური ველი, სადაც უკვე დამარცხებულ-გაფარჩაკებული ოპოზიცია, ვერაფერს ვერ აკეთებს და პიროვნულ შეურაცხყოფებზე გადადის, იქნებ და ვინმემ გაუტყლაშუნოს და ამით, უფრო მეტი სახელი და პოპულარობა მოიპოვოს! ღმერთმა დაგვიფაროს, ვიოლა ფონ კრამონიდან დაწყებული ნინო ლომჯარიათი დამთავრებული( გინდაც პირიქით!) პოლიტიკოსი თავის სიტყვის თავისუფლების გამოო...მოკლედ ევროკავშირის კანდიდატობა, კი არა პირდაპირ ანტრაქტიტაზე მოითხოვენ „დამნაშავეების“ გადასახლებას! არადა, მე რა ვქნა, ეს სუბიექტი, იმ ბავშვს მაგონებს, ეზოში რომ ბურთს ჩამოიტანს, პირობად კი მის წინ თამაშს რომ აყენებს. მერე სახლიდან რომ „ახლავე ამოდი, გოგლი-მოგლი ჭამეს“ რომ დაუძახებენ და ბიჭებს ბურთს არ დაუტოვებს, გაცვდება, დაიხევაო. ანდაც ეზოში ჩასვლის, რომ ეშინია და ბიჭებს ან ფანჯრიდან ან სულაც უფროსთან ხელჩაკიდებული, რომ არის მაშინ უყოფს ენას. სამარცხვინოა, პარლამენტის დეპუტატს, რომელიც ვერც საქმით და ვერც სიტყვით ვერ ერევა ოპონენტებს, და ასე შეურაცხყოფებით, კივილი-წივილით, და ენის გამოყოფით უნდა ფონს გასვლა. ისე, საინტერესო პარლამენტიდან ფილარმონიამდე, ფეხით, რომ გაისეირნოს, ან რამდენი იცნობს, და ან რამდენი ეტყვის გამარჯობას!“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.