გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ზუგდიდში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

31-05-2022

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალის ექიმები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.


აქცია მოიცავს გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის, კონსულტაციას, ასევე, ეხოსკოპიას და კარდიოგრამას. ვეტერანთა ჰოსპლიტლის ექიმებთან ერთდ, ვეტერანებს, მოემსახურებიან კლინიკა "ვივა მედის" ექიმებიც.


ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან;


მისამართი: ზუგდიდი, გამსახურდიას ქუჩა N 1,( შპს. ''აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ზუგდიდის პოლიკლინიკა'').


ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.