გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კრწანისის ტყეპარკში შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

31-05-2022

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო”, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებასა და გაძლიერებას.


„გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" ფარგლებში, მიმდინარეობს კრწანისის ტყეპარკის შიდა 7,5 კილომეტრიანი გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოები, სრულად მოაწესრიგებს სარეაბილიტაციო მონაკვეთებზე საგზაო ინფრასტრუქტურას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. გზის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება ეტაპობრივად და 3 თვის განმავლობაში დასრულდება.


პროექტი “გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” განხორციელდება 2021-2024 წლებში და ის დაეხმარება ველური ბუნების სააგენტოს გააუმჯობესოს მართვის ეფექტიანობა და ხელი შეუწყოს საქართველოს ველური ბუნების მდგრად მართვას. პროექტი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებთან. პროექტის საერთო ღირებულებაა 6 802 343 ევრო, ხოლო ველური ბუნების სააგენტოს საგრანტო ბიუჯეტია 2 919 714 ევრო.