გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა კორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა

31-05-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა  კორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებმა  კორეის საბაჟო ადმინისტრაციის მიერ, განხორციელებული - ,,საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის საკონსულტაციო პროექტის”პირველადიანგარიში განიხილეს. ამასთან, კორეელმა ექსპერტებმა, შეხვედრის მონაწილეებს თავად პროექტის დეტალები გააცნეს და კორეის საბაჟოს ელექტრონული სისტემის - UNI-PASS-ს შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინეს. 


აღნიშნული პროექტის მიზანია, ოპტიმალური საბაჟო მოდელის შექმნისთვის, სხვადასხვა ბენეფიციარი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციაში არსებული მდგომარეობის/ხარვეზების შეფასება, ასევე ცვლილებების შესახებ კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ამასთან, პროექტის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა შემოსავლებისსამსახურმა ისარგებლოს კორეის საბაჟო ადმინისტრაციის  კიდევ ერთი ახალი ტექნიკური  დახმარების პროექტით, რომელიც ითვალისწინებს  საბაჟო სისტემების ძირითადი მოდულების განახლება/გაუმჯობესებას. მიმდინარე პროექტის საერთო ბიუჯეტია დაახლოებით 700 000 აშშ დოლარი, რომელიც სრულიად ფინანსდება კორეის მთავრობის მიერ, ხოლო პროექტის განმახორციელებლად შერჩეულ იქნა CUPIA - Customs Uni-Pass International Agency.


სამუშაო ფორმატში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილევლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და უწყების სხვადახვა დეპარტამენტის წარმომადგენლები. 


შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა  ლევან კაკავამკორეის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და CUPIA პროექტის ხელმძღვანელს იონგ ჯუ ჰვანგს  მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის პრეზენტაციისათვის და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საბაჟო ადმინისტრაციის მოდერნიზაციის პროცესში.