გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

''ლეოგრანდის'' მფლობელი: ''სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად, გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ''

27-11-2017

"მჯერა ქართული მართლმსაჯულების - სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელის ამ სიტყვებით ასათაურებს სტატიას თურქული გამოცემა “ანადოლუ”.

თურქმა ბიზნესმენმა ეროლ ავგერენმა, რომელიც ბათუმის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელია, გამოცემას ხანძრის დეტალებზე უამბო, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თურქი ბიზნესმენის განცხადებით, იმ დღეს 22 -სართულიანი სასტუმროს პირველი 13 სართული დაკავებული იყო. ყველა დაღუპული  სპა-სალონში, მასაჟის ოთახში, აუზში, თურქულ აბანოსა და საუნაში იმყოფებოდა. "სამწუხაროდ, ხანძრის დროს ისინი ქუჩაში კიბით გაქცევის ნაცვლად გარდერობში ნივთების ასაღებად გაემართნენ. კვამლი სწრაფად გავრცელდა" - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.  

თურქი ბიზნესმენი  დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს გულწრფელად უსამძიმრებს.  მისი თქმით, მასმედიის საშუალებები  ტრაგიკული ინციდენტის სხვადასახვა ვერსიებს აქვეყნებენ, მათ შორის უსაფუძვლო მტკიცებულებებს აფეთქების შესახებ, რასაც "ლეოგრანდში" ხანძარი მოჰყვა.  

სასტუმროს მფლობელის აზრით,  ხანძარი შესაძლოა სიგარეტის ნამწვავს გამოეწვია, ან რომელიმე აალებად ნივთიერებას, რომლის გამოც წყლის გამათბობელი სადენები დაიწვა. ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე,  სასტუმროს ყველა შენობა ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეამოწმეს.

"ხანძარი ვერ გაჩნდებოდა ბუნებრივი მიზეზების გამო. ვენდობი საქართველოს მართლმსაჯულებას. დარწმუნებული ვარ, რომ იგი მომხდარის ჭეშმარიტ მიზეზებს დაადგენს. ამბობენ, რომ ახალგაზრდები ლიფტში დაიღუპნენ, თუმცა ეს ასე არ არის. დაღუპულები  არ უპოვიათ ლიფტში, არამედ მის კარებთან სპა-სალონში. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მყისიერად ამუშავდა.  პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები მალე გამოაქვეყნებენ წინასწარ განცხადებას” - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.

 


წყარო: "აჭარის ტელევიზია"