გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა

30-05-2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა. 

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი კახეთის რეგიონში იმ დაბრუნებულ მიგრანტებს შეხვდა, რომლებსაც სახელმწიფომ პროექტები დაუფინანსა. დღეს, არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებულ მიგრანტებს საკუთარი შემოსავალი აქვთ და ქვეყნის დატოვებაზე აღარ ფიქრობენ.

12-წლიანი, არალეგალური, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა ქეთევან მიშიძემ, რეინტეგრაციის პროგრამის დახმარებით, ხის სადურგლოსათვის საჭირო იარაღები შეიძინა და დღეს, მეუღლესთან ერთად, საოჯახო ბიზნესი აქვს. 

გერმანიიდან დაბრუნებულმა იროდიონ მამუკაშვილმა გრანტის საშუალებით თელავში საოჯახო სასტუმრო გააკეთა. მებოცვრეობის პროექტი დაუფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ გიორგი მიქელაძეს. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა რუსეთიდან დაბრუნებულ მარიამ კაციაშვილს, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მარწყვის ბაღი აქვს. 

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ჯამში, 28 პროექტი დაფინანსდა.