გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ეჭვი აღარავის ეპარება ევროპის სახალხო პარტიის ტენდენციურობა, ამორალურობასა და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მიზანმიმართულ მცდელობაში

31-05-2022

,,სამართლებრივად წარმოუდგენელი და არასწორია კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას დამნაშავის გათავისუფლება მოსთხოვო. ასეთი განცხადებებით საკუთარ ქვეყანაში,პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდა ნებისმიერი” - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას.

 

როგორც ქადაგიძე წერს, ყველანაირ ზღვარს გასცდა ეს პარტია.

 

,,ყველანაირ ზღვარს გასცდა ეს პარტია... ერთი, რომ სამართლებრივად წარმოუდგენელი და არასწორია კონკრეტულ სუვერენულ ქვეყანას დამნაშავის გათავისუფლება მოსთხოვო. ასეთი განცხადებებით საკუთარ ქვეყანაში, პოლიტიკურ კარიერას დაასრულებდა ნებისმიერი... და მეორე-მორალური მხარეა, რომ სააკაშვილის მსჯავრდებაში, სადაც ევროპულმა მართლმსაჯულებამ ლომის წილი გაიღო და ქართულ საზოგადოებას ერთ მაგალითად: "სანდრო გირგვლიანის საქმეც" ყოფნის, სადაც არათუ უფლებამოსილების გადამეტება, არამედ კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა მიხეილ სააკაშვილმა და სამართალი კომპრომის არ ითვალისწინებს...

 

თუმცა, ეჭვი აღარავის ეპარება ევროპის სახალხო პარტიის ტენდენციურობა, ამორალურობასა და საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟის მიზანმიმართულ მცდელობაში... საქართველო სუვერენული სახელმწიფოა,სადაც დამნაშავის მსჯავრს არა ჟიგიმანტას-პავილიონისები არამედ, სასამართლო ხელისუფლება განსაზღვრავს!” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.