30-05-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ავარიას 22 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. სოფელ ბაისუბანში, დღეს გამთენიისას, მსუბუქი ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა, შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.