გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

შალვა პაპუაშვილი: ევროპის სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს

1-06-2022

პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.


„რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ, სახალხო პარტიის მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას. დასცინეს მოკლულ გირგვლიანს, დასცინეს მის ოჯახის, დასცინეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, დასცინეს ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს, დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას, კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროტექცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან სააკაშვილის მხრიდან, არ არის ევროპული ღირებულება, ევროპული ღირებულება არის კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულების აღსრულება. ამიტომ ამ კუთხით მძიმე სურათია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.