გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თიბისი ლიზინგი უკრაინისთვის

1-06-2022

თიბისი ლიზინგი საქართველოში მცხოვრებ, ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინულ ოჯახების დაეხმარა. ინიციატივის ფარგლებში ორგანიზაციამ ძალები ორ ქართულ ბრენდთან გააერთიანა და „ორბელიანი მეტის“ ჩართულობით, ქართული წარმოების ჰიგიენური საშუალებები და ბავშვის ტანსაცმელი 200-მდე ადამიანს გადასცა.


„პირველი ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. წელს გადავწყვიტეთ, რომ სიმბოლური საჩუქრები  საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის გადაგვეცა. ჩვენი სერვისით მოსარგებლე ნიკოლი-სგან ბავშვების ტანისამოსი, ნამი-სგან კი ჰიგიენური საშუალებები შევიძინეთ. საჭირო ნივთებს თავი მოვუყარეთ და უკრაინის მოქალაქეებს გადავეცით,“ - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.


აღნიშნული ინიციატივა ერთჯერად ხასიათსარ ატარებს. თიბისი ლიზინგის გუნდი აქტიურად არის ჩართული უკრაინის მხარდაჭერის პროცესში და  სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას გეგმავს.