გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

1-06-2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კასპის მუნიციპალიტეტის სპორტული კომპლექსის დარბაზში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.


ჩატარდა მხიარული სტარტები, რომელშიც ქალაქის ხუთივე საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პატარები გულმოდგინედ ცდილობდნენ გამარჯვების მიღწევას, რომელთაც თანაგუნდელები ოვაციებით ამხნევებდნენ.


ბავშვთა დაცვის დღე ბავშვებს კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ მიულოცა. ხუთივე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელებს ვახტანგ მაისურაძემ, მოადგილე ზურაბ კოპაძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველმა მოადგილემ თამაზ ტატანაშვილმა სიგელები და სპორტული ინვენტარი გადასცა.
ღონისძიებები გაიმართა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებსა და სახელოვნებო სკოლებში.