2-06-2022
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
"მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა,"- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.