გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა

2-06-2022

საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი.


მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს.


ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.