გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების დელეგაციას უმასპინძლა

2-06-2022

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის ბიუროს ხელმძღვანელის, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ქეით ინსლისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ამასთან, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა უახლესი საინფორმაციო სისტემების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის, ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებისა და კადრების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზე.


,,ძირითადი აუცილებლობა, რომელზეც გვსურს თქვენი ყურადღება გავამახვილოთ, ეს არის: საბაჟოს საინფორმაციო სისტემის სრული მოდერნიზაცია, ახალი რენტგენო სკანერები, ძლიერი კინოლოგიური სამსახური, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გადამზადებული საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტები. ამასთან, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, პირდაპირ ვითანამშრომლოთ ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო და საზღვრის დაცვის ადმინისტრაციასთან, დავამყაროთ მათთან მჭიდრო ურთიერთობა, რათა მოხდეს ჩვენი პარტნიორების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა ლევან კაკავამ.


შეხვედრის დასრულებისას, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ მადლობა გადაუხადა ქეით ინსლის კოორდინირებული თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მრავალწლიანი, სამაგალითო თანამშრომლობა მომავალში მნიშვნელოვან შედეგებში აისახება, რაც საქართველოს საბაჟო სისტემას კიდევ უფრო ეფექტურს, სანდოს და მოქნილს გახდის. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე უდიდესი მადლობა გადაუხადა, EXBS-ის (ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროექტის) თბილისის ოფისის ხელმძღვანელს როზი პეტროვს, ეკა ფარღალავას და პროექტის მთელ გუნდს შეერთებული შტატების სამთავრობო უწყებებს შორის ეფექტური კოორდინაციისთვის.


აღნიშნულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბსიჭინავა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია.


შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა, გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) ერთობლივი პროექტის - ,,კონტეინერების კონტროლის პროგრამის’’ ფარგლებში, ფოთში მოქმედი უწყებათაშორისი დანაყოფი მოინახულეს.