გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მამუკა მდინარაძე: უკრაინას განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და კანდიდატის სტატუსი იქნება მათთვის მკაფიო მესიჯი, რომ ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინის, ოკუპირებული ქვეყნებისა და ხალხის გვერდით

3-06-2022

უკრაინას დღეს განსაკუთრებით სჭირდება მორალური მხარდაჭერა და ეს იქნება მათთვის ნათელი და მკაფიო მესიჯი, რომ ცივილიზებული სამყარო დგას უკრაინისა და ოკუპირებული ქვეყნებისა და ხალხის გვერდით, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.


მისი თქმით, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას კანდიდატის სტატუსის მიღებით, სტიმული უნდა მიეცეს.


„ჩვენი ქვეყნებისთვისაც მკაფიო მესიჯი იქნება და განსაკუთრებით უკრაინის მიმართ. ვფიქრობ, სამივე ქვეყანას და განსაკუთრებით უკრაინას ეს სტიმული უნდა მიეცეს. მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ჩვენი მეგობარი ქვეყნები კანდიდატის სტატუსს მიიღებენ და საქართველო არა, ეს იქნება არაბუნებრივი, თავს ზემოთ რომ ძალას იპოვიან ჩვენი „პატივცემული“ ოპონენტები და მათი ლობისტების ისეთი შრომის შედეგი, მაგრამ ვერ წარმომიდგენია რომ ამას მიაღწიონ, რადგან პრაქტიკულად ეს ყველანაირად გამორიცხულია. თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, მაგრამ პრაქტიკულად ამას გამოვრიცხავ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.