გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოში მეცხოველეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე მსჯელობა გაიმართა

3-06-2022

საქართველოში მეცხოველეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს USAID-ის, ამერიკული კომპანიის „ალტა ჯენეტიკსი“ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა.


სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მესაქონლეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ფარგლებში, დღეისათვის, აღდგენილია ქართული მთის ძროხა, მეგრული წითელი და კავკასიური წაბლა.


სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღდგენილ ადგილობრივი ჯიშების სანაშენე ცხოველებს დაინტერესებულ ფერმერულ მეურნეობებს, მათი შემდგომი სელექციის, გამრავლების, გაუმჯობესების და გავრცელების მიზნით გადასცემს.


„ალტა ჯენეტიკის“ წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება სტაციონარული მეცხვარეობის განვითარებასა და საფრანგეთიდან შემოყვანილი ცხვრის ჯიშების ადაპტაციის საკითხებზე გაამახვილეს. ცენტრის სპეციალისტების მიერ შეირჩა საქართველოს რეგიონი, სადაც ცხვრის ახალი ჯიშების შეყვანა იქნება მიზანშეწონილი.


შეხვედრაზე, მეცხოველეობაში სანაშენე საქმიანობის განვითარებასა და მაღალპროდუქტიული ჯიშების ხელმისაწვდომობაზეც გამახვილდა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ფორმირებას იწყებს.