3-06-2022
ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა'' დროებით ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში" გამოყოფილ ფართში განთავსდება.
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი - გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებულთან - პაპუნა მარგველიძესთან, რწმუნებულის პირველ მოადგილე - გიორგი მაქარაშვილთან, ონის მუნიციპალიტეტის მერთან - სერგი ხიდეშელთან და მოადგილეებთან - გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის ააიპ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ააიპ ორგანიზაციების საჭიროებები, ისაუბრეს ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის" შენობაზე, რომელიც ამორტზირებულია და საჭიროებს დაუყოვნებლივ სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.
აღნიშნული საჭიროებიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის„ დროებით ააიპ „ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში" გამოყოფილ ფართში განთავსება.
ონის მუნიციპალიტეტის ჩართულობით, მაჟორიტარი დეპუტატისა და სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერით ამ დროისათვის, უკვე, დაწყებულია სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისათვის საჭირო ღონისძიებები, მისი დასრულების შემდგომ კი შესაძლებელი იქნება სამუსიკო სკოლის უსაფრთხო გარემოში ოპერირება