გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ქუთაისში, ქვეითთა გადასასვლელზე, უცხოელ ტურისტს ავტომანქანა დაეჯახა

30-05-2018

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე უცხოელ ტურისტებს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც თან მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა, მძიმე მდგომარეობაშია. იგი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ უკვე გადაიყვანა ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში. თვითმხილველების განცხადებით, ბავშვის დედას გვერდით მყოფმა მეუღლემ შვილი დროულად გამოართვა, რითაც მცირეწლოვანი შემთხვევას გადაურჩა. მომხდარზე პოლიციამ მოკვლევა დაიწყო. მძღოლი სამართალდამცავებს ჩაბარდა და შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

"ინტერპრესნიუსი"