გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

5-06-2022

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში, "სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი" დასრულდა. წვრთნებში ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ. კურსი 3 კვირის განმავლობაში საჩხერისა და ჭიათურის სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა.


სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს გაეცნენ. სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, მათ კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზების უნარ-ჩვევები გაიღრმავეს.


​ქართველ და ამერიკელ სამხედროებს მდინარის, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვისა და კლდეზე დაშვების სავარჯიშოების შესრულებაც უწევდათ. წვრთნების დასასრულს მსმენელებმა კომპლექსური და ფიზიკური ტესტი ჩააბარეს. მონაწილეებს კურსის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და აშშ - ის საელჩოს წარმომადგენელმა მიულოცეს, კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს.