გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

მაისის თვის მონაცემებით, ტურისტული ვიზიტების 62.3 % აღდგენილია

6-06-2022

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მაისის თვის სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. მიმდინარე  წლის მაისში საქართველოში 359,238 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა,  ზრდა 2021  წლის მაისის თვესთან შედარებით +228.5%-ს შეადგენს, საერთაშორისო მოგზაურების აღდგენის კოეფიციენტი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 49.7% პროცენტია.


მაისში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 264,327 შეადგინა, რაც +173.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 62.3%-ით არის აღდგენილი.2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,180,034 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით  +257.8%-ია,  ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღდგენამ 39.5% შეადგინა.


2022 წლის 5 თვეში  საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 906,670 შეადგინა, რაც +213.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო 2019 წლის მაისის თვის მონაცემებთან შედარებით ტურისტული  ვიზიტები 54.8%-ით არის აღდგენილი.