გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თსუ რექტორი: უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს; სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება ჩვენი საერთო ამოცანაა

6-06-2022

,,უნივერსიტეტისთვის უპირველესი ამოცანაა სწავლების მაღალი ხარისხის შენარჩუნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კონკურენტული და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რაც სტანდარტულ ვითარებაში სწორედ აუდიტორიული მეცადინეობის პირობებში მიიღწევა. მსოფლიოში არცერთი უნივერსიტეტი არ ამბობს იმას, რომ ონლაინ ჩაბარებული გამოცდა შედეგიანია. გვინდა, რომ ხარისხი, რომელიც თსუ-ში არსებობს შევინარჩუნოთ და ამ პროცესში ყველა სტუდენტი იყოს ჩართული,“ - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ არის ერთადერთი უნივერსიტეტი რეგიონში, ამ დღეებში გადის  საერთაშორისო აკრედიტაციას - ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია აფასებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია სწავლების განათლების მაღალი ხარისხი და სასწავლო პროცესში თითოეული სტუდენტის ჩართულობა. უნივერსიტეტში მხარეები არ არსებობს, სტუდენტებსა თუ პროფესურას გვაქვს ერთი საერთო ამოცანა: შევინარჩუნოთ სწავლების ხარისხი. თსუ რექტორმა სტუდენტთა ერთი ნაწილის მოთხოვნებზე ისაუბრა: „მივესალმები სტუდენტურ აქტივიზმს, უნივერსიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით - ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოხატვის თავისუფლებას. სტუდენტთა ნაწილი ითხოვს გამოცდების ონლაინ რეჟიმში ჩაბარებას. მე ამ სტუდენტურ ჯგუფს ორჯერ შევხვდი. მესმის, რომ პანდემიის შემდეგ რთულია ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნება. მაგრამ როცა აღარ არის პანდემიური მდგომარეობა, როცა ქვეყანაში ყველა სფეროში პრაქტიკულად აღდგა სტანდარტული სამუშაო პროცესი - უნივერსიტეტიც უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ სასწავლო რეჟიმს.“


„იმედის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას თსუ რექტორმა განაცხადა, რომ გამოცდა, სტუდენტის შეფასება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია; მიღებული განათლების შეფასება კი უნდა მოხდეს თანაბრად და სამართლიანად. აქედან გამომდინარე, გამოცდების ფორმატი ყველასთვის საერთო უნდა იყოს.