გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

6-06-2022

აპრილში ეკონომიკის ზრდის საკმაოდ ძლიერი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მართალია წლიური ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ეს მხოლოდ მაღალი საბაზო ეფექტის შედეგს წარმოადგენს. ამავდროულად, გასულ კვირაში გამოქვეყნებული მაისის ინფლაციის დინამიკა, ფასების კვლავ მზარდ დინამიკაზე მიუთითებს. ამჯერად, მოლოდინების შესაბამისად, მნიშვნელოვანი წვლილი საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის მატებამ შეიტანა.
 
2022 წლისათვის, თიბისი კაპიტალის განახლებული მაკრო მოლოდინები, მოგვიანებით, ამავე კვირაში იქნება ხელმისაწვდომი. ამასთან, დღევანდელი გადასახედიდან, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ადრინდელი 5.5%-ზე მეტიდან, დაახლოებით 7.5%-მდე აიწევს. წლის ბოლო პერიოდის ინფლაციის მაჩვენებელი კი, არსებული 9.5%-დან, როგორც ჩანს მხოლოდ მცირედით გადაიხრება.
 
ლარის კურსის მხრივ, თავისთავად, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას რომ სავალუტო ბაზარზე ვალუტის მიწოდება ძლიერი დარჩება. ამასთან, თუ საერთაშორისო მასშტაბით დოლარი მნიშვნელოვნად არ გაუფასურდა, რაც როგორც ჩანს ახლო მომავლის პერსპექტივა არაა და უფრო შემდეგ წლებში არის მოსალოდნელი, ჩვენ კვლავ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად დოლარის შესყიდვის მიმართლდებით სავალუტო ინტერვენციებს ექნება ადგილი, ვიდრე ლარის ამასწინანდელ მაქსიმუმთან შედარებით უფრო მკვეთრ გამყარებას. ამავდროულად, რადგანაც სებ-ის 24 მაისის სავალუტო ინტერვენციის შემდეგ, გაუფასურების მოლოდინები მხოლოდ მცირე ხანს გაგრძელდა, ვფიქრობთ, რომ შემდგომ ინტერვენციებს, მოლოდინების ცვლილების კუთხით, ასეთივე ნეგატიური ზეგავლენა არ ექნება.
 
 
თიბისის მთავარი ეკონომისტის 6 ივნისის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე:
https://static.tbccapital.ge/uploads/files/WeeklyUpdatefromtheChiefEconomist_06-06-2022_ENG.pdf?v=1