7-06-2022
ოჯახური პარტიიდან თავგამოყოფილი რომ ისვრი სიტყვებს, შენი შესაცვლელი ხელისუფლება სად არის?! "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ნარატივს ერთი-ერთში იმეორებს "სახალხო" პარტია. სხვა არასერიოზულ მოთხოვნებთან ერთად ერთ - ერთი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლების საკითხია, რათა მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შეძლოს,’’ - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი.
მეგრელიშვილის თქმით, ღიმილის მომგვრელია როცა ამას ამბობს და ელოდება 1 %-იანი გიგა ბოკერია.
,,რეზოლუციის პროექტს რომლის ავტორი "სახალხო პარტიაა" (EPP), ევროპარლამენტი ხუთშაბათს განიხილავს. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ ნარატივს ერთი-ერთში იმეორებს "სახალხო" პარტია. სხვა არასერიოზულ მოთხოვნებთან ერთად ერთ - ერთი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ჰუმანიტარული საფუძვლებით გათავისუფლების საკითხია, რათა მან საზღვარგარეთ ჯეროვანი მკურნალობა შეძლოს. ქართული ოპოზიციური სპექტრის "ნარჩენი" ძალა "ევროპული საქართველო" ჩვეულ ამპლუაშია. გიგა ბოკერია ირწმუნება, რომ რეზოლუციაში ასევე არსებობს ჩანაწერი, რომელიც ხელისუფლების დაუყოვნებლივ ცვლილებას მოითხოვს. ეს უკანასკნელი მორიგი პოლიტიკური აბსურდია! და მაინც რა ღიმილის მომგვრელია როცა ამას ამბობს და ელოდება 1 %-იანი გიგა ბოკერია. გიგა, ოჯახური პარტიიდან თავგამოყოფილი რომ ისვრი სიტყვებს შენი შესაცვლელი ხელისუფლება სად არის?!’’ - წერს მეგრელიშვილი facebook - ზე.