გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე: დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ

7-06-2022

აჭარის მთავრობის მეთაურმა უმაღლეს საბჭოში წლის ანგარიშის წარდგენა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესით დაიწყო.


,,დღეს საქართველო უმნიშვნელოვანეს და ისტორიულ გზას გადის - გზას ევროპისკენ. საქართველო ერთგულია ევროპული სტანდარტების, ფასეულობების.
ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს კიდევ უფრო დიდი ძალისხმევით.


გვაქვს პროგრესი მთელი რიგი მიმართულებით. მთავრობის ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, რეფორმები, ბიზნესის კეთების მიმართულებით. ვაგრძელებთ რეფორმებს, რომელიც აღებული გვქონდა ვალდებულებად.


არაერთი სირთულის მიუხედავად ქვეყანა აგრძელებს განვითარებას და აჭარას თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის პროგრესში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.