გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სოფელ ტანძიაში კომპანია RMG Gold-ის წინააღმდეგ აქციას მართავენ

31-05-2018

სოფელ ტანძიაში ადგილობრივი მოსახლეობა კომპანია RMG გოლდის წინააღმდეგ აქციას მართავს. ისინი ითხოვენ, რომ სოფლის მახლობლად, კარიერზე, კომპანიამ სამუშაოები შეაჩეროს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, მოსახლეობას საფრთხე შეექმნება. ისინი გეგმავენ, რომ დაცვის პოლიციას, რომელიც კარიერზე ადის გზა გადაუკეტონ და ტერიტორიაზე არ შეუშვან.

"ორ თვეზე მეტია აქ საპროტესტო აქციებია, მთავრობამ მოგვაქციოს ყურადღება, არავინ არ მოსულა ჩვენთან. რადიაციული ფონი ძალიან მაღალია, ირგვლივ სულ კარიერებია. ჩვენ ისედაც ეკომიგრანტები ვართ და ახლა ხელოვნურ საფრთხეს გვიქმნიან. ზომები მიიღოს მთავრობამ, ან გაგვიყვანოს აქედან ჩვენ მშობლიურ სვანეთში, ან შეაჩერონ", - აცხადებს ლევან ბერიანი.

მოქალაქეების თქმით, ტერიტორიაზე RMG გოლდმა, ხეებიც მოჭრა, აფეთქებები კი ეკლესიებს და კულტურულ ძეგლებს საფრთხეს შეუქმნის.

ჯერჯერობით RMG-ს წარმომადგენლები ადგილზე არ გამოჩენილან.

სოფელ ტანძიის 2 მცხოვრები ქართული ოცნების ოფისთანაც შიმშილობს.

imedinews.ge