გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ იოსელიანი საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტს, ჯორჯ პატერასს შეხვდა

7-06-2022

საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - 𝗣𝗢𝗦𝗜𝗗𝗢𝗡𝗜𝗔𝟮𝟬𝟮𝟮-ის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტთან ჯორჯ პატერასთან.საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - 𝗣𝗢𝗦𝗜𝗗𝗢𝗡𝗜𝗔𝟮𝟬𝟮𝟮-ის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტთან ჯორჯ პატერასთან.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე და უკვე გატარებული რეფორმების შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თამარ იოსელიანის თქმით, ბერძნულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი საზღვაო განათლების სფეროს რეფორმირების პროცესს, რაც აისახა კიდეც ქვეყნის საზღვაო განათლებისა და წვრთნის სისტემის ხარისხზე. განსაკუთრებით აღინიშნა მეზღვაურთა წვრთნების კუთხით მიღწეული წარმატებები.
 
„ბოლო წლების განმავლობაში თვალსაჩინოდ გაზრდილია კვალიფიციური კადრების მიწოდება ბაზარზე და სასიხარულოა, რომ ამ პროცესს მდგრადი, სტაბილური ხასიათი აქვს, რაც კიდევ უფრო წარმატებული თანამშრომლობის მოლოდინს გვიჩენს," - აღნიშნა შეხვედრაზე ჯორჯ პატერასმა.
 
საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები სწორედ ბერძნული კომპანიები არიან. მათ საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვთ ჩვენს ქვეყანასთან და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილსაც გამოხატავენ.
 
„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საბერძნეთის საზღვაო პალატის პრეზიდენტთან და მის გუნდთან. ბერძნულმა მხარემ გვთხოვა, გავაძლიეროთ ოფიცრების მიწოდება ბერძენი გემთმფლობელებისათვის.  სასიხარულოა, რომ საქართველოს მიღწევები საზღვაო სფეროში ჩვენი უცხოელი პარტნიორების ყურადღების მიღმა არ რჩება," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
 
კოვიდ-პანდემიისა და ახლა უკვე შავი ზღვის რეგიონში არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის და ზოგადად, ქვეყნის საზღვაო ტრანსპორტის დარგის როლის მნიშვნელობა რეგიონისთვის. მხარეები საქართველოში ვიზიტსა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით სამომავლო თანაშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდენენ.
 
შეხვედრას საზღვაო პალატის ვიცე პრეზიდენტები ჯორჯ ალეხანდრატოსი  და ვასილეიოს ლოგოთეტისიც  ესწრებოდნენ.


ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველო ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი უმსხვილეს, საერთაშორისო საზღვაო გამოფენა - POSIDONIA2022-ზე, რომელიც 6-10 ივნისს  საბერძნეთში, ათენში იმართება. გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები მსხვილ გემთფლობელებთან და სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სადაც განხილული იქნება საქართველოს საზღვაო სექტორის პოტენციალი, ქართველი მეზღვაურების დასაქმების საკითხები, უცხოური გემთფლობელების საკუთრებაში არსებული გემების დარეგისტრირება ქართული დროშის ქვეშ და სხვა აქტუალური საკითხები.