გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედ გამოცხადდა

8-06-2022

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს” ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2022“ უკვე მეშვიდედგამოცხადდა.

 

 „სუფთა რეგიონი“ არის უმნიშვნელოვანესი კონკურსი, რომელსაც მეშვიდე წელია ვატარებთ.  კონკურსში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება; მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორი. ვფიქრობ, 2022 წლის შედეგები ძალიან პოზიტიური იქნება, რომელიც წაადგება ჩვენს გარემოს. კონკურსი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სტიქიური ნაგავსაყრელების შემცირებას და, რაც მთავარია, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

 

როგორც ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ აღნიშნა, კონკურსის მიზანია, ნარჩენების რაოდენობისა და გარემოს დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანის ხელშეწყობა, რაც ევროპულ სტანდარტებთან გვაახლოებს.

 

კონკურსის „სუფთა რეგიონი 2022“ ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფელი/თემი“, „სუფთა/ლამაზიქუჩა“, „სუფთა/ლამაზი ეზო“, „სუფთა ლამაზი საწარმოს/დაწესებულების ეზო“, „ლამაზი აივანი“  და „სუფთა ლურჯი ნაკადული“ გამოვლინდება.

 

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, ასევე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა  ჩამოთვლილი ნომინაციების ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალები უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ მისამართზე info@greens.ge. კონკურსის ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისია (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები), შემოსული მასალების საფუძველზე, 2022 წლის სუფთა რეგიონის გამარჯვებულს გამოავლენს. გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება.