გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თუშეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

31-05-2018

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, თუშეთის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, სადაც ზამთარში მეწყერი ჩამოვიდა და მდინარე ალაზანი დაგუბდა, მოეწყო დროებითი გზა. 
ამ ეტაპზე, უსაფრთხოების მიზნით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, მაღალი გამავლობის ავტოტარნსპორტი იმოძრავებს შეზღუდულ რეჟიმში. ამავე გზის, კმ1-კმ11 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.